''მთავარში'' ნახავთ 9 საათზე

04 მაისი 2017, 00:00 2626 ნახვა
  • დეპუტატები ორი სამსახურით. ილია ვერძაძე და დავით თედორაძე მანდატის მიღებამდე არსებულ სამუშაო ადგილს კვლავ ინარჩუნებენ. მესამე სექტორში ინტერესთა შეუთავსებლობასა და კანონის შესაძლო დარღვევაზე საუბრობენ. რა პასუხი აქვთ დეპუტატებს და ზოგადად უმაღლესი საბჭოს მმართველ გუნდს? რეპორტაჟი ნახეთ

 

  • სრული პროფესორები უნივერსიტეტებში უვადოდ აღარ დაინიშნებიან. წინა მოწვევის პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილება ახალმა შეცვალა. ვრცლად გიამბობთ ნახევარ საათში. 

 

  •  დამშრალი არდაგანის ტბა და ყოფილი ჩინური რესტორნის შენობა, რომელსაც სავარაუდოდ დაანგრევენ. რა შენდება ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე და ვინ არის პასუხისმგებელი ტერიტორიის მოწესრიგებაზე? ჯენი კვანტალიანი ამზადებს რეპორტაჟს. 

 

  • ზღვის სეზონის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. კვლავ აქტუალურია მომსახურების ხარისხი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ვითარება უკეთესობისკენაა შეცვლილი, თუმცა არა საგრძნობლად. ვრცლად გიამბობთ, ნახევარ საათში. 


             ეს და სხვა ამბები ნახეთ მთავარში 9-ზე, პირდაპირ ეთერში, ნახევარ საათში დავბრუნდებით. 

 

 

ამავე კატეგორიაში