გარდაბანში, სამი პირის ცხედარი ტბაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მამა და მცირეწლოვანი შვილები არიან.
არსებული ინფორმაციით, მამა, შვილებთან ერთად, სათევზაოდ იყო წასული. მათ ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.