ევროპალიგის და კონფერენსლიგის ნახევარფინალისტები ცნობილია

18 აპრილი 2025, 11:39 192 ნახვა

 

ცნობილია ევროპალიგის ნახევარფინალური წყვილები. „ტოტენჰემი“ „ბოდო გლინტს“ დაუპირისპირდება, ბილბაოს „ატლეტიკი“ კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეთამაშება. პირველი მატჩები 1 მაისს გაიმართება, განმეორებითი კი 8 მაისს. ფინალი 21 მაისს ბილბაოში გაიმართება. რაც შეეხება კონფერენსლიგას. აქ ერთმანეთს ბეტისი-ფიორენტინა და ჩელსი იურგორდენი დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩები აქაც 1 მაისს გაიმართება, განმეორებითი კი 8 მაისს. ფინალი 28 მაისს ვროცლავში ჩატარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი