მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

17 აპრილი 2025, 11:49 147 ნახვა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის, საპარაშუტო მომზადების სკოლის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა დასრულდა. სასწავლო პროგრამა, სამხედრო დაზვერვის პირადმა შემადგენლობამ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"გამოშვების საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულები სერტიფიკატებითა და სამხრე ნიშნებით დაჯილდოვდნენ.

საპარაშუტო მომზადების ექვსკვირიანი კურსი სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავდა.

სპეციალური ოპერაციების სარდლობის განვითარების გეგმის ფარგლებში, იგეგმება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და საპარაშუტო აღჭურვილობის განახლება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი