პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა გრანტების შესახებ კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ დააინიციირა. კანონპროექტის მიხედვით უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, თანხმობის გარეშე გრანტის მიღებისთვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა , გრანტის ორმაგი ოდენობა. ინიციატივის მიხედვით, მთავრობას, თანხმობის გასაცემად, ათდღიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გასაჩივრდება, ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს.
კანონი ადგენს გამონაკლისსაც - ეს არის სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროები. ასევე, წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ინიციატორების თქმით, ეს კანონი ქვეყნის სუვერენიტეტს უფრო განამტკიცებს და ქვეყანას გარე ჩარევებისგან დაიცავს. ასევე პირველი მოსმენით წარადგინეს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილები.