უმაღლეს საბჭოში 2017 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება განიხილეს

04 მაისი 2017, 00:00 3481 ნახვა

ბიუროს სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებას განიხილავენ. დეპუტატები ''ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეც'' იმსჯელებენ. საუბარი ''აჭარის  უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის საკითხსაც შეეხება.

დღეს უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის  ''უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის განსაზღვრას და კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებაზეც'' იმსჯელებენ. მეექვსე საკითხად კი საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეტალურ გაწერაში ცვლილების შეტანას განიხილავენ.

განახლებული:

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი