დედა ენის დღესთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში რარიტეტული წიგნების გამოფენა გაიმართა, აღნიშნული წიგნები მუზეუმის ფონდში ინახება. გამოფენის პარალელურად მოსწავლეებისთვის სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მოსწავლეებმა - შექმნეს „ანბანის წიგნი„ და კედლის გაზეთი დაამზადეს, დაგეგმილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს და მასში რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ .