გიორგი გახარიას გამოკითხვა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

14 აპრილი 2025, 15:15 198 ნახვა

გაეცით თუ არა ბრძანება 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარ შედეგებზე - ეს და სხვა ბევრი კითხვა დაისვა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელსაც გიორგი გახარია პასუხობს.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გასცა ბრძანება წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე, თუმცა არა რეზინის ტყვიების. ასევე იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას 20 ივნისის ღამეზე.

საგამოძიებო კომისიის სხდომა 3 საათია მიმდინარეობს, სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში