საქართველოში წითელას შემთხვევების მატების დინამიკაა, თუმცა არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2023 წელს 26, გასულ წელს 337, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში კი „წითელას“ 142 შემთხვევა არის ქვეყანაში.
ივანე ჩხაიძე „წითელას“ შემთხვევათა რაოდენობის ზრდას ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს. მისი თქმით, 95%-ზე მეტი უნდა იყოს „წითელას“ საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვალოს.
ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვი, რომელიც 2022 წელს „წითელათი“ გარდაიცვალა, აცრილი არ იყო და არც რაიმე თანმდევი სერიოზული პათოლოგიური დაავადება ჰქონდა“.