აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამოცემა ბათუმელების ჟურნალისტები აქცია პერფორმანსს მართავენ. ისინი სამმართველოსთან ბანერებით არიან შეკრებილები და ითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს - ამ მოწოდებებით გამოხატავენ პროტესტს და აცხადებენ, რომ მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული, რაც მედიის მიზანმიმართული დევნაა.