თურქეთის სამხედრო აკადემიაში ქართული ენის კურსის დამფუძნებელი პოლკოვნიკი მაკარაძე

13 აპრილი 2025, 17:28 461 ნახვა

ერსინ კაია-მაკარაძე - თავისთავად სახელი და გვარი შეიძლება ბევრ თქვენგანს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ჩვენ გაგაცნობთ  ქართველს გურჯების ქალაქ ინეგოლიდან , რომელმაც თურქეთის სახმელეთო შეიარაღებული ძალების, უცხო ენათა აკადემიაში ქართული ენის კურსი შეიტანა. სწორედ არაერთი სამხედრო წოდების მქონე ეთნიკური ქართველის, დამსახურებით სწავლობენ დღეს იქ ქართულს სამხედრო ატაშეები.  ერსინ კაია-მაკარაძემ თავადვე შექმნა სასწავლო პროგრამა და ქართულ-თურქული ლექსიკონი. უფრო მეტს მაკარაძეების შთამომავალზე ქალაქ ინეგოლიდან დღეს რუბრიკა “ფრაგმენტებში” გაიგებთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში