კორპუსის ლიფტის შახტში მოზარდი ჩავარდა და დაიღუპა

13 აპრილი 2025, 12:01 304 ნახვა

ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.   არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა.
აღნიშნული შახტა იმ კორპუსის  ნაწილია საიდანაც მოსახლეობა გასახლებულია რადგან კორპუსი თავიდანვე ავარიული იყო. ადგილობრივების განცხადებით კორპუსი 1979 წელს აშენდა და აშენების დღიდან იყო ავარიული, რადგან საცხოვრებელი კორპუსი მეწყრულ ზონაში მდებარეობდა, 2000 წელს კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო, საიდანაც მოსახლეობა უკვე გასახლებული იყო მთლიანად ჩამოიშალა, სწორედ ჩამოშლილი სადარბაზოს შახტაში ჩავარდა  ბავშვი.

რატი რატიანი
გადაცემის ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში