თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება - პრემიერი

12 აპრილი 2025, 18:31 112 ნახვა

ეუთო/ოდირმა დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება და ოპოზიციას არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია არათუ სისტემური თუ თვისებრივი გაყალბების თაობაზე, მეტ-ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიაში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროკურატურაში დაიწყო ოფიციალური გამოძიება არჩევნების თემაზე და იქაც კი არ მიდიოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ყველაფერი დღესავით ნათელია. ერთადერთი, რაზეც ლაპარაკობდნენ, იყო ე.წ. გაჟონვა, თუმცა ეს როგორი თემაა, თავადაც ხვდებით. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება და შეუძლია ყველა უცხოელს, დააკვირდეს ამ არჩევნებს, როგორც მოესურვება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში