ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც PACE-მ საქართველოს, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კონკრეტული ძალები საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევას ცდილობენ. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ PACE-ს რეზოლუცია ეუთო/ოდირის დასკვნასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ისინი მმართველი გუნდის მოსაზრებას არ იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ ევროპელი პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეალურად აღიქვამენ.