კომისიის წევრებმა უკვე მოუსმინეს ბუტა რობაქიძის მამას სოსო რობაქიძეს. მან დეტალურად გააცნო მათ შვილის მკვლელობის საქმე და დეტალები, რომლებიც თავის დროზე, როგორც სოსო რობაქიძე აცხადებს, გაყალბებული იყო. მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელი პოლიციელი ბაშალეიშვილი მხოლოდ ორი წლის შემდეგ დააკავეს, რომელიც სათანადოდაც არ დასაჯეს.
სოსო რობაქიძემ შვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე არაერთი მაღალჩინოსანი დაასახელა, ის მათ კომისიაზე დაბარებას და გამოკითხვას ითხოვს.
დღეს გიორგი ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც თეა წულუკიანმა ვაშაძის სისხლის სამართლის საქმე პროკურატურას გადასცა, დღესვე სხდომაზე დაბარებულია ნიკა მელიაც.