საგამოძიებო კომისიის სხდომა

11 აპრილი 2025, 12:01 150 ნახვა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა დაგვიანებით დაიწყო. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი გიორგი ვაშაძეს ელოდებოდნენ, რომელიც სხდომაზე არ გამოცხადდა.

თეა წულუკიანმა ვაშაძის სისხლის სამართლის საქმე პროკურატურას გადასცა, ხოლო ნიკა მელიას, რომელიც ასევე დღეს არის სხდომაზე დაბარებული, გამოცხადება ურჩია.  ამ წუთებში კომისიის წევრები ბუტა რობაქიძის მამას სოსო რობაქიძეს უსმენენ. იგი მათ დეტალურად აცნობს შვილის მკვლელობის საქმეს და დეტალებს, რომელიც თავის დროზე, როგორც სოსო რობაქიძე აცხადებს გაყალბებული იყო. 

მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელი პოლიციელი ბაშალეიშვილი მხოლოდ ორი წლის შემდეგ დააკავეს, რომელიც სათანადოდაც არ დასაჯეს.

სოსო რობაქიძემ შვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე არაერთი მაღალჩინოსანი დაასახელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში