დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო

11 აპრილი 2025, 10:11 142 ნახვა

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათში სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე  აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 

გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში