პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

10 აპრილი 2025, 15:04 197 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება 4-ცმც-ს (კლეფედრონი), რაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ამოღებულ იქნა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებს შედეგად.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში