საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ფორუმი ქალაქ ანტალიაში 11-13 აპრილს გაიმართება და მთავარი თემა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“ იქნება. იგი უკვე მეოთხედ იმართება.
"ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე, კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე იმსჯელებენ",- წერია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.