შალვა პაპუაშვილის განცხადება

10 აპრილი 2025, 11:44 210 ნახვა

9 აპრილის მემორიალთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე და განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას უცხო ქვეყნების საელჩოებს და დონორ ორგანიზაციებს აკისრებს.

„თუ არ გმობ ძალადობას ე.ი. აქეზებ მას“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს დღეს კიდევ ერთხელ უწოდა ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები.

შეგახსენებთ, 9 აპრილის მემორიალთან გუშინ ხელისუფლების წევრები არ მისულან და სამების საკათედრო ტაძარში გამართულ პანაშვიდს დაესწრნენ.

მთელი დღის განმავლოაბში რუსთავლეის გამზირზე აღნიშნულ ტერიტორიაზე აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ქართულ ოცნებას მემორიალთან მისვლის დროს დისკომფორტს შეუქმნიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში