დავით ფაცაციასთვის, 9 აპრილის მემორიალთან პროვოკაციის მოწყობა, საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა - ცოტნე ანანიძე

09 აპრილი 2025, 11:28 332 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

"აფხაზეთიდან დევნილი ფაცაციასთვის, 9 აპრილის მემორიალთან პროვოკაციის მოწყობა, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ცოტა ხნის წინ,  9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში