პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე წარადგინა

07 აპრილი 2025, 19:54 159 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მათი გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ გაწეული საქმიანობისთვის თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს წარმატებები უსურვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში