საია - „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული

07 აპრილი 2025, 14:05 82 ნახვა

საია ეხმიანება პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანას.

ორგანიზაციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ბოლოდროინდელი რიტორიკისა და პროპაგანდის გაძლიერება, ჯანსაღი ოპოზიციის გრძელვადიანი განადგურება და ქვეყანაში ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა”.

აღნიშნავენ, რომ „ცვლილებები ეწინააღმდეგება პლურალისტური დემოკრატიის პრინციპს და არაპროპორციულად ზღუდავს არა მხოლოდ არსებული, არამედ მომავალში ახლად დაფუძნებული პარტიების საქმიანობას.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში