აჭარის უმაღლეს საბჭოში დასრულდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის - სულხან თამაზაშვილისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატების დამტკიცების საკომიტეტო მოსმენები. სულხან თამაზაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის უცვლელმა შემადგენლობამ, კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და ხედვებს გააცნეს. დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში გაიმართება ბიუროს სხდომა.