აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ

06 აპრილი 2025, 11:55 351 ნახვა

უმაღლეს საბჭოში დეპუტატები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ, რომელმაც სამთავრობო პროგრამა უნდა წარადგინოს და ასევე, სამთავრობო გუნდიც.
როგორც უმაღლეს საბჭოში გუშინ განაცხადეს, ყველა მინისტრი ინარჩუნებს თანამდებობას. აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას კი უმაღლესი საბჭო ხვალ დაამტკიცებს.  
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ორი დღის წინ წარადგინა, ის თორნიკე რიჟვაძეს შეცვლის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში