 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, რომელიც ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი - ამის შესახებ მამნიაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, თავდასხმა ქაშუეთის ეკლესიასთან მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            