ცვლილება რეგლამენტში - შეფასებები

05 აპრილი 2025, 14:55 172 ნახვა
00:00
00:00

განხილვის თემაა პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომლის დამტკიცებასაც დეპუტატები უახლოეს პერიოდში გეგმავენ. „ქართული ოცნება“ შესაბამის პროექტს ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე დააინიცირებს. ახალი რეგლამენტით, ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდება და მინისტრის საათის ფორმატი გაუქმდება. უფრო კონკრეტულად კი ინტერპელაციის გამართვა ყოველ სასესიო კვირას იქნება შესაძლებელი. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში გაუქმდება მუდმივმოქმედი საბჭოები და მას დროებითი საპარლამენტო კომისიები ჩაანაცვლებს. ახალი რეგლამენტით, საკანონმდებლო წინადადების ადრესატები, კომიტეტების ნაცვლად, დეპუტატები გახდებიან. დოკუმენტის დამტკიცება მაისში იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი