გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,შეშფოთებული ვართ შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე კვირას მიიღო, რომლებიც ზრდიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობის და სამოქალაქო სივრცისთვის არსებულ რისკებს, და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. საქართველოს მოვუწოდებთ, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები”, - ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.