შუახევში სოფელ ბრილში ტრადიციული სათხილამურო ტურნირი მოეწყო გიგანტურ სლალომში. სპორტულ აქტივობაში შუახევისა და ხულოს სასპორტო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. წელს სპეციალური სათხილამურო ტრასა 700 მეტრამდე იყო გაზრდილი, რაც სპორტულ შეჯიბრს კიდევ უფრო კონკურენტულს ხდიდა მონაწილეებისთვის.
სათხილამურო ტურნირის მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზება ასევე სოფელი ბრილის სპორტული ტურიზმის განვითარებაა. ტურნირი აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით 2023 წლიდან ტარდება.