წინააღმდეგობის პლატფორმა - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა - შეფასებები

01 აპრილი 2025, 14:16 152 ნახვა

ოპოზიციის ნაწილი უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის განცხადებით კოორდინაცია უკვე შედგა - განცხადება ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

დღეს დილიდან აფასებდნენ პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ერთობლივი პლატფორმის შექმნა აუცილებელია, თუმცა მაიჩნიათ, რომ კოორდინაცია ამ შემთხვევაში არის მთავარი.  ნაწილი კი ამბობს, რომ  პლატფორმის შექმნა ახლა დაგვიანებულია.

ქართულ ოცნებაში კი მიაჩნიათ, რომ ვერანაირი პლატფრორმის შექმნა, რომელშიც ოპოზიცია იქნება გაერთიანებული პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლის, რადგან მათ განმარტებით, ოპონენტებს ერთიანობა არ გამოსდით.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში