თემურ ქათამაძემ კვლავ შიმშილობა დაიწყო

01 აპრილი 2025, 12:01 186 ნახვა

თემურ ქათამაძემ, ბათუმელმა "მედროშემ", კვლავ პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. 

"მე, „ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ და  ვუძღვნი თურქეთის ეთნიკური ქართველების, „ჩვენებურების" „ბელად", ახმედ მელაშვილს. რა თქმა უნდა, ბრძოლის ეს ფორმა ჩემთვის უკვე სიმბოლურია, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე. თუმცა ბრძოლის ეს ფორმა, პირველ რიგში, სინდისი პატიმრებისთვის და შემდეგ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე ქუჩაში გამოსული თანამებრძოლებისთვის კი ბრწყინვალე მაგალითია ასევე ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს. ბრწყინვაე ჩხიკვაძეს. და ჩემგან განსაკუთრებული მოკითხვა „ავტოფაგიის ოსტატს", აფგან მუხთარლის. სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე. ანწუხელიძე უკვდავია და მარადიულია. „არასდროს, არასდროს არ დანებდე!“ - წერს თემურ ქათამაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში