სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ერთობლივი პლატფორმის შექმნა აუცილებელია, თუმცა მიაჩნიათ, რომ კოორდინაცია ამ შემთხვევაში არის მთავარი. ნაწილი კი ამბობს, რომ ამ პლატფორმის შექმნა ახლა დაგვიანებულია.
ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ვერანაირი პლატფორმის შექმნა, რომელშიც ოპოზიცია იქნება გაერთიანებული, პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლის, რადგან მათი განმარტებით, ოპონენტებს ერთიანობა არ გამოსდით.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოების მიზნების მისაღწევად ქუჩის პროტესტთან ერთად საჭიროა, რომ „ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი“ და „შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით“.
სავარაუდოდ, დღეს არის ამ საკითხზე შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, თუმცა ვინ მივა შეხვედრაზე, ამ დროისთვის უცნობია.