შუახევის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადაეცა

01 აპრილი 2025, 10:55 207 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს გადასცა საჩუქრად წიგნები "აჭარა" და "აჭარული საუნჯის" VI ტომი.

სახელმძღვანელოებში მოთხრობილია აჭარის ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე და ეფუძნება ზეპირსიტყვიერ, არქეოლოგიურ, ისტორიულ წყაროებსა და მეცნიერთა კვლევებს.

"აჭარული საუნჯის" VI ტომში ძირითადად შუახევში მოკვლეული ფოლკლორი და დიალექტური ნაშრომებია თავმოყრილი. 

წიგნების ავტორები ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და პროფესორები არიან.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში