ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა

31 მარტი 2025, 17:27 3104 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, ის კონტაქტური იყო. არსებული ინფორმაციით, ქვეითი "ზებრა" გადასასვლელზე გადაადგილდებოდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში