ბათუმის საკრებულოს სხდომა

31 მარტი 2025, 14:15 208 ნახვა

წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჩვენს გარდაცვლილ კოლეგას ლოლა ტუმასიანს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.  ოპოზიციის მიერ პოლიტიკური კრიტიკა იყო მმართველი გუნდის მისამართით. ამასთან საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც ქალაქის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარით იზრდება.

მიღებული გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო რესურსები გადანაწილდა პრიორიტეტულ პროგრამებზე, მათ შორის, განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.  

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ცვლილება შეიტანა ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის - ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში. დეპუტატებმა სხდომაზე დღეს 21 საკითხი განიხილეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში