რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.
პარლამენტთან დღეს საღამოს დაანონსებული აქციის მონაწილეთა ნაწილი და ორგანიზატორები სცენის დასამონტაჟებლად მივიდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა ერთი პირის გაჩხრეკა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ ის დააკავეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პარლამენტთან ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღესვე პარლამენტთან დაანონსებულია „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ წინააღმდეგ აქციის გამართვაც.