ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

31 მარტი 2025, 11:58 11914 ნახვა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.  არსებული ინფორმაციით, სოფელ წონიარისში ავტომანქანა საავტომობილო გზიდან მდინარეში გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი ავტომობილიდან გამოიყვანეს, ერთი პირი კი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ კვლევები უტარდებათ. შემთხვევის ადგილას, ამ წუთებშიც, მაშველები მუშაობენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში