აჭარიდან 300 პროცენტით გაიზარდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც დასასვენებლად ევროპაში მიდიან - მონაცემებს აჭარაში მოქმედი ტურისტული კომპანიები ავრცელებენ. ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ბოლო ერთ თვეში გაიზარდა იმ მომხმარებლთა რაოდენობა, რომლებმაც ტურისტული პაკეტები იტალიის, საფრანგეთისა და ჩეხეთის მიმართულებით შეიძინეს.
მთლიანად საქართველოს მასშტაბით შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით ამ დროისთვის 11 700 მოქალაქემ ისარგებლა. აქედან, უკან არასრული დოკუმენტაციის გამო 26 მოქალაქე დააბრუნეს.
დაარღვია თუ არა საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა ევროპაში უვიზოდ ყოფნის 90 დღიანი ვადა, ამის ანალიზი ორ თვეში გაკეთდება.