მზადება აქციისთვის - ოპოზიცია ზურაბიშვილს შეხვდა

30 მარტი 2025, 17:55 259 ნახვა

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ხვალ 31 მარტს დაგეგმილ აქციას, შეხვედრაზე ითქვა, რომ ხვალ ისტორიული დღეა და სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს და გააცნობს თავის შეფასებებს, ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით ყოფილ პრეზიდენტს  პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილები გააცნო, რომლებსაც არჩევნებთან და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული მოლოდინები აქვთ,  თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ სამწუხაროდ, „არცერთ აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიციები არ არსებობს“.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში