ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს

30 მარტი 2025, 11:57 237 ნახვა

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას გუშინ დააკავეს, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ საღამოს გათავისუფლდა. დიღმის იზოლატორიდან „დროას“ ლიდერმა წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს. საპასუხოდ კი, შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. განცხადება გაავრცელა ომბუდსმენმაც.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პოლიტიკოსი უარს აცხადებს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობაზე, თუმცა უწყება  საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში