პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დიღმის იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს. ელენე ხოშტარია ამის შესახებ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში წერს. რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას მასზე ფიზიკურად იძალადეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუშინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ კიდევ 3 პირი დააკავეს, მათგან ორი გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.