გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის განცხადებით, ღაზაში, სადაც ასიათასობით ადამიანი მძიმე შიმშილის პირასაა, საკვების მხოლოდ 2 კვირის მარაგი დარჩა. სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის დაახლოებით 5700 ტონა სურსათის მარაგია დარჩენილი.
ისრაელმა სამხედრო ოპერაციები პალესტინის ტერიტორიაზე 1 კვირის წინ განაახლა და დაარღვია კვირების განმავლობაში არსებული შედარებითი სიმშვიდე, რომელიც მოჰყვა ცეცხლის მყიფე შეწყვეტას.
სააგენტოში ამბობენ, რომ ისრაელის განახლებულმა ოპერაციებმა სულ რაღაც 7 დღეში 142 ათასი ადამიანის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია.