საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს

26 მარტი 2025, 11:21 266 ნახვა

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი - თბილისი - ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. ინფორმაციას სამოქალაქო სავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 20 მარტს მიანიჭა.

Edelweiss Air-ი ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებით. ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში