აგარაში საბავშვო ბაღი აშენდება

25 მარტი 2025, 14:08 273 ნახვა

აგარაში საბავშვო ბაღი აშენდება.  ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.  პროექტის მიხედვით სკოლამდელი აღზრდის   დაწესებულება ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. 

პროექტის სავარაუდო ღირებულება 990 ათასი ლარია. პარალელურად ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ წაბლანაშიც.   

წელს ხულოში მერიას განათლების მიმართულებით 7  მილიონ  146 ათას 217 ლარი აქვს გათვალისწინებული, რომელიც ითვალისწინებს სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე სოფელ შუასოფლის დაწყებითი სკოლის მშენებლობას.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში