ქართული ღვინის მწარმოებელი ათი კომპანია ჩინეთში, გამოფენაში Fine Wine Hotel Exhibition-ში მონაწილეობდა

25 მარტი 2025, 11:37 113 ნახვა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი ათი კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოფენაში, Fine Wine Hotel Exhibition-ში მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენა Fine Wine Hotel Exhibition-ის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია – სემინარი, რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი უძღვებოდა.

"ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია"- განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში