თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძე „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტიდან კლინიკა „ვივამედში“ მიიყვანეს, სადაც მას შიმშილობის შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უნდა ჩატარებოდა.
გამოძიების ცნობით, თავდაპირველად მას კონფლიქტი კლინიკის მედდასთან მოუვიდა, რის შემდეგაც, მის დასამშვიდებლად შესულ კლინიკის დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქათამაძე ბრალს არ აღიარებს.