თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და ოპოზიციის დილემა. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ფიქრობს, რომ თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით მოხდება ხელისუფლების ლეგიტიმაცია.
მიაჩნია, რომ ჯერ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, თანაც ახალი ადმინისტრაციითა და საარჩევნო დავების სასამართლოში სამართლიანი განხილვის შანსით და ასევე, გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.
,,გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ პარტიის გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, პარლამენტის თავმჯდომარე კი პასუხობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა-არმონაწილეობას „არანაირი გავლენა არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ აქვს.