ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს ნადიმ ხმალაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, ხმალაძემ უკრაინაში სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო ირპენში, ბუჩის რაიონის ქალაქ გოსტომელში, ბუჩის ოლქში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.
რუსული მედიის თანახმად, ხმალაძემ, „როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა, მიიღო ანაზღაურება 745 000 რუსული რუბლის ოდენობით“.