-საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის ნაკრებს შორის შეხვედრა იწყება, მატჩი დინამო არენაზე იმართება, ქართველი ფეხბურთელების საგულშემატკივროდ ქომაგები სტადიონამდე მსვლელობით დროშებით და საყვირებით მივიდნენ, გულშემატკივრები გასული თამაშის მსგავსად დღესაც გამარჯვებას ელოდებიან, სომხეთთან ჩვენს გუნდს განმეორებითი შეხვედრა აქვს, მასპინძლები წინა თამაშზე 3:0 დავამარცხეთ. გამარჯვების შემდეგ ჩვენი ნაკრები უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.