ბათუმელი სკოლის მოსწავლეების street art

01 მაისი 2017, 00:00 4232 ნახვა

ფოტოები ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა.

ბათუმში, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლის იოსებ ჯორბენაძის ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი გზის კედლები მოიხატა. ქუჩის მხატვრობით დაინტერესებულმა 11 მეგობარმა, 5 დღეში, სანაპირო ზოლამდე მისასვლელი გზა, საკუთარი ინტერპრეტაციით გააფორმეს. 

ე.წ. "სთრით არტის"  მოყვარულებმა, საკუთარი იდეების განხორციელების დასაფინანსებლად ბათუმის მერიას მიმართეს. 

 

მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ახალგაზრდა მხატვარმა იოსებ ჯორბენაძემ მერიის პროგრამის - "კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში პროექტი დაწერა და თანატოლებთან ერთად განახორციელა.  მეგობრებმა პროექტს ,,ქუჩის მხატვრობა ბათუმის ფლორაში'' დაარქვეს. 
 

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძის განცხადებით, პროექტის ღირებულება 10 000 ლარი იყო.

 

ამავე კატეგორიაში